ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მაღალი აქტივობის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 5 საათით გახანგრძლივდა.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.
ცნობისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა.