შეკვეთილში დღეს ლეგენდარული როკ-ჯგუფის, "აეროსმიტის" კონცერტი გაიმართება.
"ბლექ სი არენაზე" მაყურებლების განთავსება 18 საათიდან დაიწყება.
ორგანიზატორების განცხადებით, ჯგუფის მოთხოვნით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული და ამიტომ ე.წ სელფის ჯოხების შეტანა საკონცერტო დარბაზის შიდა პერიმეტრზე აკრძალულია. ასევე, აკრედიტებული ფოტო და ვიდეო კამერების გარდა ტერიტორიაზე სხვა ტექნიკის შეტანაც დაუშვებელია.
დღეს მაყურებლებს შეკვეთილში მისვლა ახალი მატარებლითაც შეეძლებათ."საქართველოს რკინიგზის" ორსართულიანი მატარებელი ბაქანზე პირველად გუშინ ჩამოდგა.
ცნობისთვის, "აეროსმიტი" საქართველოს გუშინ ეწვია. როკ-ჯგუფმა ბინა სასტუმრო "შერატონში" დაიდო.