ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ჰასან როუჰანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის 39 მილიონამდე ბიულეტენია დათვლილი. მოქმედ პრეზიდენტს 22, 8 მილიონი ხმა აქვს, კონსერვატორთა კანდიდატს, ებრაჰიმ რაისს კი 15,5 მილიონი.