გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი საჯარო ჩვენების მიცემაზე დათანხმდა. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კომი ჩვენებას ივნისის დასაწყისში მისცემს და ყველა იმ ინფორმაციას გაასაჯარობებს, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება. დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი სამსახურიდან 9 მაისს დაითხოვა.