ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს. საარჩევნო საბჭომ ამ დროისათვის 26 მილიონამდე ბიულეტენი დათვალა. ჰასან როუჰანის 14,6 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს, კონსერვატორთა კანდიდატს, ებრაჰიმ რაისის კი მხარს 10,1 მილიონი ამომრჩველი უჭერს. ირანის შს სამინისტროს მონაცემებში არჩევნებში მონაწილეობა 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.