მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები, ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ჯგუფის უკანასკნელ, მე-3 შეხვედრაში იტალიელებმა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან 2:3 წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ. სლოვაკთაგან 2 გოლი გაიტანა ვიტეკმა, ერთი - კოპუნეკმა. იტალიელთაგან თავი ანტონიო დი ნატალემა და ფაბიო კუალიარელამ გამოიჩინეს.
F ჯგუფის ლიდერი სლოვაკეთის ნაკრები გახდა, რომელმაც დღევანდელი გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა. სლოვაკებთან ერთად მერვედფინალში პარაგვაელები ითამაშებენ, რომლებმაც ახალ ზელანდიასთან ფრედ (0-0) ითამაშეს და 5 ქულა დააგროვეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი იტალიელები წინა მუნდიალის გამარჯვებულები არიან. "სკუადრა აძურამ" 4 წლის წინ გერმანიაში ჩატარებულ მუნდიალზე 1-ლი ადგილი დაიკავა.