საფრანგეთის მოსახლეობის 2/3-ს ახალი მთავრობის შემადგენლობა მოსწონს. სოციოლოგიური გამოკითხვა კომპანია Odoxa-მ 17-18 მაისს ჩაატარა. ახალი მთავრობა ემანუელ მაკრონმა 2 დღის წინ დააკომპლექტა. მინისტრთა კაბინეტში 11 მამაკაცი და 11 ქალია. მთავრობის მეთაურად კი ედუარდ ფილიპი დაინიშნა.