თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ავსიანიკოვამ და პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა პროგრამის - „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში ხორციელდებოდა.
თბილისში პროექტი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ფრაქციასთან არსებული „ეროვნულიუმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს“ ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანიეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწალაა.
პროგრამა მსურველთათვის ქართული ენის სწავლების სამთვიან საფეხურს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სწავლისათვის საჭირო ნივთები უფასოდ გადაეცემათ.აღნიშნული კურსები, თბილისში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისთვის სწავლების სამთვიანი საფეხური 20-მა მსურველმა წარმატებით გაიარა.
ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც „თბილისის მეგობრობის სახლში“ მიმდინარეობდა, ეროვნული უმცრესობებისთვის სექტემბრის თვიდან კვლავ განახლდება.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას თბილისის საკრებულოში, ფრაქციასთან "ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათასაკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაპროექტის „ვისწავლოთ ქართული“ პედაგოგები ესწრებოდნენ.