იაპონიის მთავრობამ იმპერატორის გადადგომის თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება. ექსპერტების შეფასებით, საკანონმდებლო ორგანო მას დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს. კანონპროექტის მომზადების ინიციატორი თავად იმპერატორი აკიჰიტოა. 83 წლის იმპერატორმა გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ასაკის გამო უფლებამოსილებას ვეღარ შეასრულებდა.