საერთაშორისო კოალიციამ სირიაში სახელისუფლო ძალების ავტოკოლონაზე იერიში მიიტანა. ამერიკული მხარის განმარტებით, ავტოკოლონამ, რომელიც ალ ტანფის სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდა, გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა, რაც საერთაშორისო ძალებმა საფრთხედ შეაფასეს და კოლონაზე იერიში მიიტანეს.