ინციდენტი ნიუ იორკში. თაიმ სქვერზე დიდი სიჩქარით მოძრავი ჰონდას მარკის ავტომანქანა შეიჭრა. მანქანა ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, რის შემდეგაც 19 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებაც. შემთხვევის ადგილზე სასწარაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. პოლიციამ ახლომდებარე ქუჩები გადაკეტა. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა გაქცევა სცადა, თუმცა ის უკვე დააკავეს. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ ადასტურებენ.