ტელეარხ Fox News-ის დამაარსებელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როჯერ ეილსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ეილსი ტელეკომპანიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2016 წელს კი სექსუალური სკანდალის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო. Fox News-ის წამყვანმა გრეტჰენ კარლსონმა მას სექსუალური გამომძალველობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლა. როჯერ ეილსი ყოფილი პრეზიდენტების, რიჩარდ ნიკსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მედიაკონსულტანტი იყო. კონსულტაციებს ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსაც უწევდა.