გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ თურქეთის ელჩს ვაშინგტონიდან დიდი სიამოვნებით გააძევებდა.
„მე მას ქვეყნიდან გავაგდებდი,“-წერს მაკკეინი სოციალურ ქსელ ტვიტერში.
ამ განცხადებით ამერიკელი სენატორი თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ვაშინგტონში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის დღეს ელჩის რეზიდენციასთან თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა იჩხუბეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა.