სომხეთის მთავრობა გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა. სარგსიანმა მინისტრებს მოვალეობის დროებით შესრულება დააკისრა. დღესვე სომხეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობენ. ახალი პრემიერი 10 დღის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტი კი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან 20 დღეში დაინიშნება.