ევროკომისიამ სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ 120 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი უოტსაპის შეძენისას გამოყენებული მაქინაციური სქემა გახდა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „ფეისბუქმა“ ყიდვის შეთანხმებაზე ცრუ ინფორმაცია წარმოადგინა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორი ქსელის ექაუნთების ერთმანეთთან ავტომატური დაკავშირება შეუძლებელი იყო. ევროკავშირის რეგულაციების სააგენტომ უოტსაპის გაყიდვაზე ნებართვა 2014 წლის ბოლოს გასცა, რადგან სოციალური ქსელების სექტორში კონკურენციის საფრთხე ვერ აღმოაჩინა.
2016 წელს კი, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უოტსაპ-აპლიკაციის მომხმარებლების ტელეფონის ნომრები და მათი „ფეისბუქ-პროფილები“ ერთმანეთს დაუკავშირა.