ტაორმინა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მისაღებად ემზადება. სიცილიურ ქალაქში შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც ელოდებიან. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 26-27 მაისს გაიმართება. ქალაქის მერის განმარტებით, მასშტაბური ღონისძიებისთვის სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სამიტის უსაფრთხოებისთვის ადგილზე 10 ათასამდე სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.