ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პარიზში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპას ემანუელ მაკრონის ენერგია, ენთუზიაზმი და გამბედაობა სჭირდება. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთიანი ევროპისა და ინსტიტუტებისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.