ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის ფაქტს გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის მთავარი და ფუნდამენტური ღირებულებაა. ამიტომ, მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას ისე, რომ კონსტიტუციონალური პრინციპები არ დაარღვიოს,“-ნათქვამია ტილერსონის უწყების განცხადებაში.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საიტები და სოციალური ქსელები გუშინ პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებულებით დაიბლოკა.