იმ შემთხვევაში, თუ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეებს ბრიტანეთში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას შეუზღუდავს, ბრიუსელი ადეკვატურ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია ბრიტანეთთან პარტნიორული ურთიერთობით არის დაინტერესებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი შეზღუდვებს დააწესებს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.