უნგრეთს სანქციები ემუქრება. შესაბამისი პროცედურების მომზადების შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე მიიღო. რეზოლუციის პროექტს მხარი 393 დეპუტატმა დაჭირა, წინააღმდეგ ხმა 221-მა მისცა, 64-მა კი თავი შეიკავა. ევროპელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთში სიტყვის თავისუფლების, აკდემიური თავისუფლების, მიგრანტების უფლებების, შეკრების თავისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის გამო. ასევე შეშფოთებას იწვევს ორბანის მთავრობის ინიციატივა "შეაჩერეთ ბრიუსელი" და ჯორჯ სოროსის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიმართ დაწყებული გამოძიება.