მოსკოვი მზადაა ამერიკის სენატს დონალდ ტრამპისა და სერგეი ლავროვის საუბრის ჩანაწერი გადასცეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„თუ აშშ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ ჩანაწერი სენატსა და კონგრესს გადავცეთ. ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის გამო ატეხილი ხმაური სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შიზოფრენია. სხვა ვერაფრით ავხსნი ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბატონმა ტრამპმა სერგეი ლავროვს ვითომდა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა,“-აღნიშნა პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა ლავროვს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა, რის გამოც სენატმა ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.