ორ ჰომოსექსუალ მამაკაცს ინდონეზიის სასამართლომ სექსის გამო გაროზგვა მიუსაჯა. მათ 85 როზგს დაარტყამენ. პროკურატურა განსასჯელებისთვის 80 როზგის მისჯას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არასაკმარისად მიიჩნია. კანონი ჰომოსექსუალთა სექსუალური კავშირის აკრძალვის შესახებ ინდონეზიაში 2014 წლიდან მოქმედებს.