პოლონეთი ლტოლვილების იძულებით მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პრემიერმა ბეატა შიდლომ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა სახის ჰუმანიტარულ ღონისძიებაში, ვეხმარებით დევნილებს, ვუწევთ მათ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ არ ვეთანხმებით ევროკავშირის პოლიტიკას, აიძულო ქვეყანა, მიიღოს დევნილები თავის ტერიტორიაზე“-აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.