იაპონიის პრინცესამ შესაძლოა ტიტული დაკარგოს. ამის მიზეზი მისი სასიყვარულო ურთიერთობა გახდება. 25 წლის მაკომ საერთაშორისო ქრისტიანულ კოლეჯში ახალგაზრდა სტუდენტი გაიცნო, რომელსაც ცოლად მიყვება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, მას შესაძლოა საიმპერატორო ოჯახის წევრის სტატუსი ჩამოართვან, რაც იაპონიაში დინასტიურ კრიზის შექმნის. მაკო იმპერატორ აკიხიტოს უფროსი შვილიშვილია. მოქმედი იმპერატორი, 83 წლის აკიხიტო ასაკის გამო გადადგომას აპირებს.