საბერძნეთში უკვე მეორე დღეა, მასობრივი გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეები საერთაშორისო დონორთა მოთხოვნებს აპროტესტებენ, რომლის შესრულებაზეც მთავრობა უკვე დათანხმდა. ციპრასის მთავრობა მორიგი ტრანშის სანაცვლოდ იძულებულია პენსიები შეამციროს და გადასახადები გაზარდოს, რასაც ათენსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს.