თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ამერიკაში თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან ერთმანეთს ერდორანის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით შეძლეს.