მორიგი თავდასხმა ავღანეთში. შეიარაღებული პირები თავს ჯალალაბადში მდებარე სახელმწიფო ტელერადიოკომპანიას დაესხნენ. შენობა სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. ისმის სროლის ხმაც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელებს მძევლები ჰყავდეთ აყვანილი.