ამერიკულ მედიას ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთ კომპრომატს ავრცელებს. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ირწმუნება, რომ თეთრი სახლის ლიდერმა გამოძების ფედერალური ბიუროს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიების შეჩერება სთხოვა. საქმე რუსეთის ელჩთან პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის საიდუმლო შეხვედრას ეხებოდა. ანალოგიური ვერსია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა.