„გახდი ქველმოქმედი და ფილმ „ექვთიმეს" მხარდამჭერი" - ეს მოწოდება გასდევდა ლაიტმოტივად შეხვედრას, რომელიც დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისადა კულტურის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა და რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის „ექვთიმეღვთისკაცის" სარეკლამო რგოლისა და მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია შედგა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ფილმის გადამღები ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, რომ ფილმის გადაღება ორიწელია მიმდინარეობს მოსახლეობისა და რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული შემოწირულობებით. მისი თქმით, 120-წუთიანი ფილმის დასამთავრებლად, გადასაღებიასულ რამდენიმე წუთის მასალა, რისთვისაც გადამღებ ჯგუფს დახმარება ესაჭიროება.
„სასიხარულოა, რომ გია ყანჩელმა ფილმის ავტორებს მუსიკალური მხარდაჭერა აღუთქვა. გერმანიაში მოღვაწე მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი თავისივე ხარჯებითჩამოდის გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ექვთიმე თაყაიშვილზე, ეს არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენიწილი მადლობა გადავუხადოთ ამ ადამიანს იმ უდიდესი და მართლაც შეუფასებელი საქმისთვის, რაც გაუკეთა საქართველოს, ის ხომ ჩვენი ეროვნული განძის მცველია", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ამ ღონისძიებით კომიტეტი გარკვეული ტრადიციის დამკვიდრებას იწყებს, რომლის მიხედვით, ეროვნული მასშტაბის განსაკუთრებულპროექტებთან დაკავშირებით, პერიოდულად გაიმართება პრეზენტაციები. „აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმა დიდი აღიარება მოიპოვასაერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება. კომიტეტს სურვილი აქვს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული კულტურისა და ხელოვნებისროგორც პოპულარიზაციას, ასევე გარკვეულ ეტაპზე მათ დახმარებასა და მხარდაჭერას", - განაცხადა მან.
ფილმის შექმნის იდეისა და განხორციელებული სამუშაოების თაობაზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია ფილმის რეჟისორმა, ლოს-ანჟელესის კინო-სკოლისკურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ არა კერძო მხარდაჭერა და ფინანსური თანადგომა, ფილმის გადაღების იდეაგანუხორციელებელი დარჩებოდა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს დაინტერესებისა და გამოჩენილი თანადგომისათვის. მისი თქმით, რომ არა რამდენიმეკერძო კომპანია და თითქმის 5 ათასამდე ადამიანის შემოწირულობანი, ასევე აქციები, ფილმის იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა. „ეს ბევრად უფრო ღირებულსხდის ალბათ ამ პროექტს. ხალხმა დაუბრუნა ექვთიმეს თავისი სიყვარული და პატივისცემა", - განაცხადა ფილმის რეჟისორმა.
შემდეგ შეკრებილთ უჩვენეს კადრები დაუსრულებელი ფილმიდან, ასევე გადაღების პროცესის ამსახველი კადრები. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფილმისმხარდამჭერი კლიპი, რომელიც აჭარის მთავრობისა და მოსახლეობის მონდომებით შეიქმნა.
„ეს არის ეროვნული დონის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე გაგვიჩნდა სურვილი მაქსიმალურად გვერდში ამოვდგომოდითფილმის შემქმნელებს, რათა ეს მნამდვილად ისტორიული ფილმი წარმატებით დასრულდეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის იქნებასაინტერესო გაიცნონ ექვითიმე თაყაიშვილის პიროვნება და შეუფასებელი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ იგივე ინგლისურენოვანი თარგმანისაშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მართლაც ფენომენალური ადამიანის შესახებ გავიტანოთ ინფორმაცია და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც გახდეს მისიპიროვნება ცნობილი", - განაცხადა მარიამ ჯაშმა პრეზენტაციის შემდეგ.
პარლამენტის წევრებმა ედიშერ თოლორაიამ, ბექა ოდიშარიამ, ისკო დასენმა, მამუკა მდინარაძემ იქვე განაცხადეს შემოქმედებით ჯგუფისადმი დახმარების თაობაზე.მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ დახმარების სურვილი სხვა დეპუტატებსაც ექნებათ, კომიტეტი ამ პროცესს კურირებას გაუწევს.