იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ყოფილ მეუღლეს, ვერონიკა ლარიოს ყოველთვიურად 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ მიიღო. 2013 წელს ბერლუსკონის სასამართლომ ყოფილი ცოლისთვის თვეში 3 მილიონის გადახდა დააკისრა, თუმცა ექსპრემიერის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს. ვერონიკა ლარიომ და სილვიო ბერლუსკონიმ ერთად 20 წელი გაატარეს. ქორწინებიდან მათ 3 შვილი ჰყავთ.