ემანუელ მაკრონი ლამაზი ბიჭუნაა, რომელიც ლამაზ დედიკოს ხელით დაყავს. ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მონცაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ამით სილვიო ბერლუსკონიმ ყურადღება მაკრონების წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზე გაამახვილა. საფრანგეთის პირველი ლედი მეუღლეზე 24 წლით უფროსია. თავად ბერლუსკონის ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. 80 წლის პოლიტიკოსი 31 წლის ფრანჩესკა პასკალესთან მეგობრობს, რომელმაც 4 წლის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ექსპრემიერს ცოლად სიამოვნებით გაყვებოდა.