თეთრი სახლის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ინფორმაციის გაზიარების უფლება ჰქონდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. მანამდე ტრამპი ამერიკულმა მედიამ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ტრამპმა სერგეი ლავროვს „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. ამით მან საფრთხის ქვეშ დააყენა უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.