ამერიკული საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ „კარლ ვინსონის“ მეთაურობით კორეის ნახევარკუნძულის აკვატორიაში დარჩება. ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო „რენჰაპი“ იტყობინება. თუ როდემდე გაგრძელდება ამერიკული ესკადრის მისია, ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო გემები კორეის სანაპირო წყლებში 29 აპრილიდან იმყოფებიან.