დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ქ. ათენში) ვესნა ცვეტკოვიჩ კურელევიჩს.
შეხვედრაზე ხორვატულმა მხარემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.