ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მდიდარი ჩინელის ვინაობა დაასახელა. უმდიდრესი ადამიანის ტიტული კომპანია „ალიბაბა გრუპის“ მფლობელმა ჯეკ მამ მოიპოვა. მისი ქონება 30,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე კი 30,7 მილიარდით კორპორაცია „ვანდა გრუპის“ პრეზიდენტი ვან ძიანლინია.