საბერძნეთი ერთი დღით პრესისა და გემების გარეშე დარჩება. საყოველთაო გაფიცვას ჟურნალისტები და პორტების თანამშრომლები შეუერთდნენ. ისინი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებს აპროტესტებენ, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა უკვე დათანხმდა. მორიგი ტრანშის მისაღებად ციპრასის მთავრობამ პენსიები უნდა შეამციროს და გადასახადები გაზარდოს. კანონპროექტს პარლამენტი კენჭს 18 მაისს უყრის.