გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სირიის მოქმედი რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. „ასადის რეჟიმია პასუხისმგებელი იმ საშინელ დანაშაულზე, რომელსაც ის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სჩადის, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთსა და ირანსაც, რომლებიც მას ამის საშუალებას აძლევენ. ასადის მიერ ჩადენილ დანაშაულს მთელი მსოფლიო აღიარებს. დროა ეს რუსეთმაც გააკეთოს,“-ნათქვამია ჰეილის განცხადებაში.