ვენესუელაში ანტისახელისუფლო გამოსვლებისას დაღპულთა რაპოდენობა 40-მდე გაიზარდა. კარაკასში კიდევ ერთი დემონსტრანტი პოლიციასთან შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. არეულობა მანიფესტანტთა მიერ დედაქალაქის მთავარი ავტომაგისტრალების გადაკეტვას მოყვა. ანტისახელისუფლო აქციები ვენესუელაში უკვე თვენახევარია, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.