ვიეტნამის უკანასკნელი იმპერატორის საათი ფილიპსის აუქციონზე სარეკორდო ფასად გაიყიდა. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, ბაო-დაის როლექსის საათში უცნობმა კოლექციონერმა 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ლოტისთვის ერთმანეთს 13 პოტენციური მყიდველი ეცილებოდა. ვაჭრობამ 8 წუთს გასტანა. საათი ვიეტნამის ბოლო იმპერატორმა ჟენევაში 1954 წელს შეიძინა.