ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება მოსულის მხოლოდ 10 პროცენტსღა აკონტროლებს. ამის შესახებ ქურთული ტელეარხი „რუდავი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის შეტაკებები ზანჯილის, ჰარამატის, რაფაისა და არიბის რაიონებში მიმდინარეობს. მასირებული იერიშების შედეგად ისლამისტები პოზიციებს თმობენ. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ ქურთული რაზმებისა და საერთაშორისო კოალიციის დახმარებით 19 თებერვალს დაიწყო.