ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაა დაინტერესებული. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა პეკინში მიმდინარე ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა. პუტინის თქმით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობა სურთ, ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებიც არიან.