ფხენიანი საშუალო რადიუსის რაკეტის გამოცდას წარმატებულს უწოდებს. ინფორმაციას ჩრდილო- კორეული სააგენტო“ ცტაკი“ ავრცელებს. განცხდებაში აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რამდენად შეძლებდა რაკეტა მსხვილი ბირთვული ქობინების შორ მანძილზე გადატანას. ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გამოცდაზე კომენტარი გააკეთეს რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა. პრეზიდენტებმა ფხეიანის ექსპერიმენტების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მკაცრი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონშიც. დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გამკაცრება მოითხოვა.