მასშტაბური საპროტესტო აქცია მოსკოვში. დედაქალაქის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ მოსკოვის მერის გეგმა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხვრებელი სახლების, ე.წ. ხრუშოვკების რენოვაცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მიტინგში 20 ათასი ადამიანი იღებდა მონაიწლეობას. დემონსტრაციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.