„აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა დოკუმენტურად დასტურდება. ამიტომ, ურთიერთობის გადატვირთვა გამორიცხულია.“ ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რექს ტილერსონის თქმით, ახლო წარსულში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ფაქტს მოსკოვი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.