გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა. ეგზიტპოლების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ხმა ამომრჩეველთა 33 პროცენტმა მისცა. სოციალ- დემოკრატებს კი მხარი ელექტორატის 31 პროცენტმა დაუჭირა. ექსპერტების შეფასებით, ეს შედეგი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებს წინ მერკელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.