ევროპულმა პოლიციამ მსოფლიოსთვის მიყენებული მასშტაბური კიბერ თავდასხმის შედეგები შეაჯამა. მათი ინფორმაციით 150 ქვეყანაში 100 ათასამდე ორგანიზაცია და 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
უცნობმა ჰაკერება შეტევა მიიტანეს ათასობით კომპიუტერულ სისტემაზე. ისინი ბლოკავდნენ კომპიუტერში არსებულ ფაილებს და მათი დაბრუნების სანაცვლოდ მომხმარებლებს ფულს ძალავდნენ, რომლის გადახდასაც ელექტრონული ვალუტა ბიტკოინით ითხოვდნენ.
შეტევის მოგერიება ბრიტანელმა სპეციალისტმა შეძლო, თუმცა მან გაავრცელა განცხადება, რომ კვლავაც მოსალოდნელია შეტევის ახალი ტალღა.