ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალიელი სალვადორ სობრალი გახდა. ჟიურისა და მაყურებლის კენჭისყრის შედეგებით, მან 758 ხმა მოაგროვა.
მეორე ადგილი წილად ხვდა ბულგარელ მომღერალს, მესამეზე კი მოლდოვას წარმომადგენელი გავიდა. პორტუგალია ისტორიაში პირველად გახდა ევროვიზიის გამარჯვებული, შემდეგი კონკურსიც სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდება.