ვენესუელაში საპროტესტო აქციებს ავტომობილისტები და მოტოციკლისტებიც შეუერთდნენ. მათ კოლონას გზა კარაკასის შესასვლელთან პოლიციამ გადაუკეტა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ვენესუელაში უკვე მეორე თვეა, იმართება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.