პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილობრივი დროით 11 საათზე დაიწყება. მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლის ეზოში წითელ ხალიჩაზე დახვდება. მომავალ პრეზიდენტს ის სასახლეში შეიყვანს და სახელმწიფო საიდუმლოებს გააცნობს. ამის შემდეგ მაკრონი პარიზის მერს, ან იდალგოს შეხვდება. საზეიმო ფიცის დადებიდან ერთ დღეში მაკრონმა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უნდა დაასახელოს.