მორიგი თავდასხმა იერუსალიმში. პალესტინელი ახალგაზრდა თავს ებრაელ სამხედროს დაესხა და დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცავებმა ის ადგილზე მოკლეს. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბოლო წლინახევრის განმავლობაში ისრაელში პალესტინელთა თავდასხმებს 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.